ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი 2024 წლის 28 ნოემბერს გამართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2024 წლის 15 ნოემბრამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, დოქტორანტი ირინა ნოზაძე
ელ. ფოსტა: irina.nozadze@tsu.ge
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ, შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
ავტორის სახელი და გვარი
ავტორის ელფოსტა და მობილურის ნომერი:
თეზისების სათაური
უნივერსიტეტის დასახელება
ფაკულტეტის დასახელება
თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით)
3-5 საკვანძო სიტყვა
ფორმატი — A4
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- უსდ, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ბოლოს — საკვანძო სიტყვები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გაფორმებული თეზისები არ მიიღება!